აშშ-მ უპილოტო საფრენი აპარატისთვის ჰაერში საწვავის ავსების ცდები ჩაატარა
აშშ-მ ჰაერში უპილოტო საფრენი აპარატისთვის საწვავის მიწოდება გამოსცადა. სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ექსპერიმენტმა წარმატებით ჩაიარა. თვითმფრინავმა – ტანკერმა Omega К-707-მა უპილოტო აპარატს X47B-ს 1,5 ათასი ლიტრი საწვავი მიაწოდა. საწვავის მიწოდების პროცესში უპილოტო აპარატის მართვა ტანკერიდან ხდებოდა. აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლების განცხადებით, საწვავის ავსება ფრენის პროცესში ძალზე რთული პროცედურაა და უპილოტო აპარატებზე ამ ცდებს ამერიკელი სამხედროები განვითარების ახალ ეტაპზე გადაჰყავს.