ნატოში შესვლის საკითხზე უკრაინაში რეფერენდუმი ჩატარდება
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უკრაინაში საერთო-სახალხო რეფერენდუმი ჩატარდება. ამის შესახებ ტელეარხ iTele-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა. პოროშენკოს თქმით, ქვეყნის ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია ევროკავშირთან მიერთება, ვინაიდან უკრაინის გარეშე ევროპა სრული ვერ იქნება. პეტრო პოროშენკომ ასევე აღნიოშნა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ სრულდება და იქ კვლავ სისხლისღვრა გრძელდება. უკრაინის პრეზიდენტი ასევე ამბობს, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ დაკარგულ ტერიტორიებზე კონტროლი უნდა აღადგინოს და მას გამარჯვების იმედი აქვს. „ყირიმი ყოველთვის დარჩება უკრაინის ნაწილად“, – განაცხადა პოროშენკომ. უკრაინის ლიდერი ასევე ამბობს, მისთვის უკეთესი იქნებოდა, რომ უკრაინის მეზობელი საფრანგეთი ყოფილიყო, მაგრამ უკრაინის მეზობელი რუსეთია.