აშშ-ში, ავტოკატასტროფაში 5 სტუდენტი დაიღუპა
აშშ-ს ჯორჯიის შტატის უნივერსიტეტის 5 სტუდენტი ავტოავარიაში დაიღუპა. კიდევ ორი დაშავდა. ტელეკომპანია „NBC“-ის ცნობით, მთლიანად ავარიის შედეგად 7 მანქანა დაიმტვრა, მათ შორის ორი სატვირთო ავტომობილი. პოლიციის ინფორმაციით, შეჯახების შედეგად ოთხი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ერთი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გამოძიება და ავარიის გამომწვევი მიზეზების დადგენა დაიწყეს.