ინდოეთში ფერმერმა საქვეყნოდ თავი ჩამოიხრჩო (ვიდეო)
ინდოეთის დედაქალაქ დელიში ფერმერმა ასობით ადამიანის თვალწინ თავი ჩამოიხრჩო. მან თვითმკვლელობა მიწის ახალი კანონმდებლობის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად ჩაიდინა. შეკრებილებიც ამ საკანონმდებლო ცვლილებებს აპროტესტებდნენ. თვითმკვლელობის მოწმეები ცდილობდნენ ფერმერის შეჩერებას, რომელიც ხეზე აძვრა და კისერზე შარფი შემოიხვია, თუმცა მათ არაფერი გამოუვიდათ. ფერმერმა წერილი დატოვა, რომელშიც აღნიშნა, რომ კოკისპირულმა წვიმებმა მას მოსავალი გაუნადგურა და ვალების გამო ის საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა.