აფრასიძეების საქმეზე სპეცრაზმის ყოფილ ხელმძღვანელს ჰკითხავენ – რას აცხადებს “კვირასთან“ დოდო აფრასიძე
აფრასიძეების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მთავარ პროკურატურაში გულუას სახელობის სპეცრაზმის ყოფილი ხელმძღვანელის ზურაბ ქაჯაიას დაკითხვა მიმდინარეობს. როგორც “კვირასთან“ საუბრისას აფრასიძეების ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განაცხადა, აფრასიძეების საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და შედეგები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. კითხვაზე, შესაძლებელია თუ, რომ საქმეზე ზურაბ ქაჯაიას ბრალი წარედგინოს, ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დამატებით კომენტარს ვერ გააკეთებს.
“აფრასიძეების საქმესთან დაკავშირებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და დაგეგმილია კიდევ რამდენიმე მოქმედება, ძიების შედეგები მალე გახდება ცნობილი“, – აღნიშნა ირმა ჭკადუამ.
“კვირა“ სვანეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი ომეხ აფრასიძის დედას დოდო აფრასიძესაც დაუკავშირდა. დოდო აფრასიძე აცხადებს, რომ 2004 წლის 24 მარტს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს უამრავი სპეცრაზმელი იმყოფებოდა. შესაბამისად, უჭირს გახსენება, მონაწილეობდა თუ არა ქაჯაია სპეცოპერაციაში. “მაშინ იმდენი სპეცრაზმელი ჩამოიყვანეს ჩვენს სოფელში, ვერ ვიხსენებ, იყო თუ არა იქ ზურაბ ქაჯაია. სავარაუდოდ, იქნებოდა იმიტომ, რომ მაშინ სპეცრაზმის ხელმძღვანელი იყო. საბედნიეროდ, საქმეზე გამოძიება გააქტიურდა და იმედი მაქვს, რომ ყველა დამნაშავე სათანადოდ დაისჯება“,-აღნიშნა “კვირასთან“ დოდო აფრასიძემ. შეგახსენებთ, რომ 2004 წელს 24 მარტს სვანეთში, სოფელ ეწერში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მამა-შვილი ევგენი და ომეხ აფრასიძეები მოკლეს. დაჭრეს ომეხის ძმა – გოჩა აფრასიძე. სპეცოპერაციის შედეგად, რომელსაც მაშინდელი შს მინისტრი გიორგი ბარამიძე ხელმძღვანელობდა. შეგახსენებთ, რომ მესტიაში, სოფელ ეცერში სპეცოპერაცია 2004 წლის 24 მარტს ჩატარდა, რომელსაც შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი გიორგი ბარამიძე ხელმძღვანელობდა. სპეცოპერაციის დროს მამა-შვილ ევგენი და ომეხ აფრასიძეების ლიკვიდირება მოხდა. დაკავებულ ძმებ გოჩა და შმაგი აფრასიძეებს კი 19 და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. გოჩა და შმაგი აფრასიძეებს ამნისტიით სასჯელი გაუნახევრდათ, ხოლო 2013 წელს პატიმრობიდან გათავისუფლდნენ.