არაბული ქვეყნების კოალიციამ იემენზე ავიადარტყმების შეწყვეტის შესახებ განაცხადა
არაბული ქვეყნების კოალიციამ საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით იემენში ამბოხებულების პოზიციებზე ავიადარტყმების შეწყვეტის შესახებ განაცხადა. ერ-რიადის წარმომადგენელთა განცხადებით, ოპერაციის სამხედრო მიზნები მიღწეულია.
ოპერაცია სახელწოდებით „გადამწყვეტი შტორმი“ ერთი თვე გრძელდებოდა. მისი მიზანი იყო ამბოხებული ხუსიტების შეტევის შეჩერება. თუმცა, მედიის ცნობით, ამის გაკეთება ვერ მოხერხდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მარტის ბოლოდან იემენში 950 ადამიანი დაიღუპა. სამხედრო ოპერაციის შეჩერების პარალელურად საუდის არაბეთმა ახალი, პოლიტიკური ფაზის დაწყების შესახებ განაცხადა, რომლის მიზანია იემენში კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარება.