ეუთომ აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობის გამწვავება დააფიქსირა
ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისია სოფელ შიროკინოს და დონეცკის აეროპორტის სიახლოვეს საბრძოლო მოქმედებების აქტივიზაციას აფიქსირებს. ამის შესახებ მისიის მოხსენებაშია ნათქვამი.
მონიტორების ინფორმაციით, შიროკინოსთან გასული დღის განმავლობაში შეინიშნებოდა პერიოდული სროლა, რომელიც საღამოსკენ სრულმასშტაბიან ბრძოლაში გადაიზარდა, ტანკების, ნაღმმტყორცნების და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით. დონეცკის აეროპორტის სიახლოვეს კი ბრძოლა მიმდინარეობდა ტანკების და არტილერიის გამოყენებით.
MIGnews.com.ua-ის ცნობით, ეუთოს მისიის წარმომადგენლებმა ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკების შეიარაღების შენახვის ადგილებიდან მძიმე არტილერიის ნაწილის გაუჩინარება დააფიქსირეს.