„ეკოპოლისი“, რომელიც ჰაერის დაბინძურებისთვის მოქალაქეებს აჯარიმებს, გარემოს დაცვის სამინისტროს არ ეკუთვნის

სპეციალური სამსახური „ეკოპოლისი“, რომლის წარმომადგენლებიც თბილისის ქუჩებში რამდენიმე დღეა მძღოლებს ჰაერის გამონაბოლქვით დაბინძურების გამო ჯარიმას უწერენ, გარემოს დაცვის სამინისტროს არ ეკუთვნის.
ამის შესახებ „კვირას“ სამინისტროში განუცხადეს. უწყება არც გამაფრთხილებელი განცხადების გავრცელებას არ გეგმავს. „ეკოპოლისის“ მიერ გამოწერილი ჯარიმის ქვითარზე დაკვირვებით ირკვევა, რომ მას იურიდიული ძალა არ გააჩნია, შესაბამისად, დაჯარიმებულ პირს მისი გადახდის ვალდებულება არ აქვს. „ეკოპოლისს“ სოციალურ ქსელ ფეისბუქზე გვერდი აქვს, სადაც იტყობინებიან, რომ სპეციალური საინიციატივო სამსახური ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ჰაერის გადასხადს არეგულირებს.
„გაცნობებთ, რომ ა/წ-ის აპრილიდან იქმნება სპეციალური საინიციატივო სამსახური “ეკოპოლისი”, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ჰაერის გადასახადს არეგულირებს“, – აღნიშნულია „ეკოპოლისის“ გვერდზე. სპეციალური საინიციატივო სამსახური თბილისში მძღოლებისთვის ჯარიმების დაწერით, სავარაუდოდ, გარემოს დაცვის საკითხის გააქტიურებას და ეკოლოგიურ პრობლემებზე საზოგადოების ყურადღების გამახვილებას ცდილობს. თბილსის ქუჩებში აირწინაღებით და უნიფორმით მოძრავი პირების მიერ მოქალაქეების დაჯარიმება, სავარაუდოდ, აღნიშნული მიზნით განხორციელებული ერთგვარი პერფორმანსია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები