გურჯაანის გამგებელი ირმა ნადირაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს

დღეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირმა ნადირაშვილმა გურჯაანში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გურჯაანის გამგეობაში გამგებლის ნათესავები და ახლობლები მუშაობენ. ირმა ნადირაშვილმა გამგებელი გია გერგიძე კორუფციასა და ნეპოტიზმში დაადანაშაულა, რასაც გერგიძემ ცილისწამება უწოდა.
როგორც გამგებელმა განაცხადა, ნადირაშვილის მიერ დასახელებული პირები არ არიან მისი ნათესავები და საპირისპიროს დამტკიცება ნადირაშვილს სასამართლოში მოუწევს.
“თუ ნათესაურ კავშირს დამიმტკიცებენ და მინახავენ, გამიხარდება, ნათესავს კიდევ შევიძენ. სარჩელი გავამზადე და ხვალ სასამართლოში შევიტან. ის, რომ მე კორუფციაში ვარ გახვეული, ქალბატონ ნადირაშვილს ამისთვის საქვეყნოდ ბოდიშის მოხდა მოუწევს”, – განაცხადა გამგებელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები