უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ცხედარი „ბოევიკებმა“ დანაღმეს

დონეცკის ოლქის დასახლება შიროკინოში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ცხედარი ტერორისტებმა უკრაინელი ჯარისკაცებისთვის გადაცემის წინ დანაღმეს. ამის შესახებ ანტიტერორისტული ცენტრი იტყობინება.
„ტერორისტებმა ქართველ ჯარისკაცს ფეხსაცმელი და ინდივიდუალური თავდაცვის საშუალება გახადეს. ამის შემდეგ მათ ცხედარი დანაღმეს, რათა ის ჯარისკაცები დაეხოცათ, ვინც დაღუპულის გამოსაყვანად მივიდა. ცხედრის განაღმვა მხოლოდ ეუთოს ექსპერტების ჩარევის შემდეგ გახდა შესაძლებელი. სახეზეა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ფუნდამენტური ნორმების დარღვევა, რაც დაუშვებელია“, – ნათქვამია შეტყობინებაში.
უკრაინელმა გენერალ მაიორმა ანდრეი ტარანმა უკრაინის მხარისთვის ქართველი ჯარისკაცის გადმოცემაში მხარდაჭერისთვის ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები