კახა კალაძე შავლიაშვილის გადადგომაზე: ცვლილებები მთავრობაში ნორმალური პროცესია

ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე – პრემიერი კახა კალაძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის გადადგომას აკომენტარებს და აცხადებს, რომ ცვლილებები მთავრობაში ნორმალური პროცესია. „ვფიქრობ, ზოგადად ცვლილებები მთავრობაში ნორმალური პროცესია, ხდება ხოლმე. ყველა ცვლილება სწრაფვაა უკეთესობისკენ“, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ დავით შავლიაშვილმა პრემიერ-მინისტრს გადადგომის თხოვნით დღეს მიმართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მისი მოთხვოვნა გადადგომასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ნოდარ ჯავახიშვილი შეცვლის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები