ელგუჯა ხოკრიშვილმა დღეს დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გახსნა

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა მინისტრმა სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერიაში”დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გახსნეს. აღნიშნულ შეხვედრაზე მონაწილეებს სამინისტროს მიერ გარემოსდაცვითი მიმართულებით ბოლო დროს განხორციელებული საქმიანობების ანგარიში და სამომავლო გეგმები გააცნეს. ხოლო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საგზაო რუკის პრეზენტაცია მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ წარადგინა.
„საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ განხორციელების საგზაო რუკა მოწვეულ სტუმრებს საერთაშორისო ექსპერტმა სამართლის საკითხებში რალფ იულიხმა გააცნო.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანია ქვეყნის გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავებასა და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების პროცესში დონორი ორგანიზაციების ჩართვა. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების გარემოსდაცვითი თავების განხორციელების საგზაო რუკები სამინისტრომ ევროკავშირის დახმარებით შეიმუშავა. აღნიშნული რუკები უზრუნველყოფს ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებას, ასოცირების შესახებ შეთანხმების ასევე, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმება ის ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც საქართველო მეტად დაუახლოვდება ევროკავშირის სტანდარტებსა და ნორმებს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო საზოგადოების როლს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასა თუ ქვეყნაში მდგრადი განვითარების ხელშემწყობი წინაპირობების შექმნაში. შეხვედრას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაცეიბის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები