ნუცუბიძის ქუჩაზე “ლიბერთი ბანკი” გაძარცვეს
თბილსიში, ნუცუბიძის ქუჩაზე “ლიბერთი ბანკი” გაძარცვეს. წაღებული თანხის რაოდენობა უცნობია. თვითმხილველების თქმით, გაიგონეს ბანკის თანამშრომელი გოგონას ტირილის ხმა და გამოიძახეს საპატრულო პოლიცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება უკვე დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე, ძარცვის მუხლით მიმდინარეობს.