7 ნოემბრის ეპიზოდზე მიხეილ სააკაშვილის წინასასამართლო სხდომა გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 7 ნოემბრის ეპიზოდზე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინასასამართლო სხდომა გაიმართება. პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ნუსხის გამოკვლევით გაგრძელდება. როგორც ცნობილია, ბრალდების მხარის მოწმეთა სიაში აღნიშნულ საქმეზე არიან: ნინო ბურჯანაძე, სოზარ სუბარი, სოფო ხორგუანი, ირაკლი ოქრუაშვილი. 7 ნოემბრის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილთან ერთად შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ივანე მერაბიშვილს, იუსტიციის ყოფილი მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილსა და თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავს ედებათ, თუმცა პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტის საქმე ცალკე სამართალწარმოებად გამოყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები