ლევან იზორია ოპოზიციას მოუწოდებს ამორალური განცხადებებისგან თავი შეიკავონ

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გადაწყდა, რომ ყველა დაღუპულ პოლიციელზე ერთჯერადი დახმარება, 100 000 ლარის ოდენობით, გაიცეს. ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეჯიბრების პრინიციპი უწოდეს. მათი თქმით, აღნიშნული, სწორედაც რომ მათი ინიციატივა იყო.
ოპოზიციის განცხადებებს შს-ს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია გამოეხმაურა. იზორიამ „მოამბის“ ეთერში ყოფნისას მათ მიმართა, რომ დაღუპული პოლიციელების და მსგავს სენსიტიურ თემებზე საუბრისას, ამორალური განცხადებებისგან თავი შეიკავონ.

„ოპონენტებს ვურჩევდი უსაფუძვლო ბრალდებებისგან, რაც მათი მხრიდან ხშირად გაისმის ე.წ. დემორალიზებულ პოლიციელებთან დაკავშირებით, ტონი შეცვალონ და უფრო მეტი აქცენტები მხარდამჭერ და სოციალური გარანტიების უზრუნველმყოფ ინიციატივებზე გააკეთონ. ასე, რომ ჯობია, ასეთ სენსიტიურ თემებზე საუბრისას, შეჯიბრებაზე და სხვა რაღაც ამორალურ ტერმინებზე, თავი შევიკავონ“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

ასევე, შს-მინისტრის ვახტანგ გომელაურის თქმით, დღევანდელი მთავრობის სხდომაზე გადაწყდა, რომ ყველა დაღუპული პოლიციელის ოჯახი ყოველთვიური დახმარების სახით 1000 ლარს მიიღებს.
საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები ძალაში მას შემდეგ შევა, რაც პარლამენტი შესაბამის კანონპროექტს მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები