ევროპარლამენტის პოლონელი დეპუტატი მაიდნის დროს დემონსტრანტების დახვრეტას პოლონელ სნაიპერებს აბრალებს

ევროპარლამენტში პოლონელმა დეპუტატმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა იანუშ კორვინ მიკემ კიევში მაიდანზე პოლონელი სნაიპერების არსებობის შესახებ განაცხადა. პოლონური გაზეთ Wiadomosci-ის ინფორმაციით, აიანუშ კორვენ მიკე ამბობს, რომ „მაიდანი ეს ჩვენი ნამოქმედარია“. „მე ევროპარლამენტში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ურმას პაეტის გვერდით ვიჯექი. სწორედ მან ევროკავშირის მაშინდელ მთავარ დიპლომატთან ქეთრინ ეშტონთან საუბარში აღიარა, რომ მაიდანზე პოლონელი სნაიპერები ისროდნენ და არა ვლადიმერ პუტინის ან ვიქტორ იანუკოვიჩის ხალხი“.
პოლონეთის პრეზიდენტობის კანდიდატის ინფორმაციით, მაიდანი აშშ-ს და პოლონეთის ერთობლივი ოპერაცია იყო. მისი თქმით, პოლონელმა სნაიპერებმა მაიდანზე 40 დემონსტრანტი და 20 პოლიციელი მოკლეს, რომ არეულობის ინსპირირება მოეხდინათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები