საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატთა აკრედიტაციის ერთიან ელექტრონულ სისტემას ამკვიდრებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატთა აკრედიტაციის ერთიან ელექტრონულ სისტემას ამკვიდრებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული მემორანდუმის თანახმად, სერვისების განვითარების სააგენტო საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის უზრუნველყოფს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა აკრედიტაციისა და მონაცემთა დაცვის ელექტრონული პროგრამის შემუშავებას. აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატთა აკრედიტაციის ერთიან ელექტრონულ სისტემას პირველად ამკვიდრებს და საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც დიპლომატთა აკრედიტაციის მრავალფუნქციური, მაღალტექნოლოგიური პროგრამა იმოქმედებს.
პროექტი ითვალისწინებს დიპლომატებისთვის სააკრედიტაციო ბარათების მოდელის დამზადებას, მათი გაცემის ინსტრუმენტის შექმნასა და ელექტრონული მონაცემთა ბაზის ფორმირებას. პროექტის ფარგლებში მოხდება გაყალბებისგან დაცული, ელექტრონულ სისტემებში ინტეგრირებადი ბარათების შექმნა დიპლომატებისათვის, რომლითაც შესაძლებელი გახდება მფლობელის იდენტიფიცირება და შემდგომში მათთვის კანონით დადგენილი სხვადასხვა სახის შეღავათების გამოყენება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები