შსს-ს სასაზღვრო პოლიციაში სასწავლო შეკრება გაიმართა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ცენტრალური აპარატის ადმინისტრაციულ შენობაში სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სამმართველოების და სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს კავშირგაბმულობის სპეციალისტებისათვის (მეკავშირეები) სასწავლო შეკრება ჩატარდა. შსს-ს ცნობით, ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სავარჯიშოებს. სწავლება მიზნად ისახავდა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას, მონაწილეთა თეორიული ცოდნის ამაღლებას და მათი უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას კავშირგაბმულობის ტექნიკური საშუალებების პრაქტიკულ გამოყენებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები