დავით სუჯაშვილი ჰააგაში “კიბერსივრცის გლობალური კონფერენცია 2015“- ში მონაწილეობდა

საქართველოს დელეგაცია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის დავით სუჯაშვილის ხელმძღვანელობით ჰააგაში „კიბერსივრცის გლობალური კონფერენცია 2015“- ში მონაწილებდა.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე სურგულაძე, თავდაცვის მინიტრის პირველი მოადგილე გოჩა რატიანი, ასევე იუსტიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროების და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის წარმომადგენლები.
კონფერენციის ფარგლებში დავით სუჯაშვილმა შეხვედრა გამართა, ესტონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დელეგაციის ხელმძღვანელთან, ქეით პენტუს – როზიმანნუსთან.
ორმხრივი შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხებში ესტონეთის მხარდაჭერაზე და მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება უსაფრთხოების კუთხით.
ასევე გაიმართა შეხვედრები რუმინეთის სახელმწიფო მდივანთან სტრატეგიულ საკითხებში, დელეგაციის ხელმძღვანელთან, – დანიელ იონიტასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან პავლო კლიმკინთან და ლიტვის დელეგაციის ხელმძღვანელთან გიედრიუს ამუოკასთან. კონფერენციაში მონაწილეობდა დაახლოებით ორმოცდაათამდე ქვეყნის დელეგაცია, ასევე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი, ეუთოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ისეთი ცნობილი კერძო კომპანიები, როგორიცაა: Microsoft, philips, mozilla, facebook ა. შ.

21281_1094905057192150_1577394870258428689_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები