“საქართველოსა და რუსეთის პირველი პირების შეხვედრის არანაირი საფუძველი არ არსებობს”

დღესდღეობით საქართველოსა და რუსეთის პირველი პირების შეხვედრის არანაირი საფუძველი არ არსებობს, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა. მისივე თქმით, რუსეთისა და საქართველოს პირველი პირების შეხვედრა, ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ეს იქნება კარგად მომზადებული. „ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ეს იქნება კარგად მომზადებული და კონკრეტულ შედეგებზე გათვლილი. დღესდღეობით არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ შედგეს პირველი პირების შეხვედრა, რადგან არანაირად მომზადებული არაა არანაირ საკითხში. ამ წუთებში აუცილებლობას ვერ ვხედავ, უახლოეს მომავალში ამ ტიპის შეხვედრა შედგეს“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები