შსს ბორჯომში მოკლული სამართალდამცველის ოჯახს ბინას შეუძენს

შინაგან საქმეთა სამინისტრო საცხოვრებელ ბინას თბილისში მოკლული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის ოჯახის გარდა, ბორჯომში მოკლული სამართალდამცველის ოჯახსაც შეუძენს. ამის შესახებ მედიის წარმომადგენლებს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განუცხადა.
“კანონპროექტი დღევანდელ სხდომაზე გავიტანეთ. მთავრობამ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა დაღუპული პოლიციელის ოჯახი ყოველთვიურად დახმარების სახით 1000 ლარს მიიღებს. ეს შეეხება 1991 წლიდან დაღუპული ყველა იმ პოლიციელის ოჯახს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა. ასევე, მთავრობამ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა დაღუპულ პოლიციელზე გაიცემა ერთჯერადი დახმარება 100 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ცვლილება ამოქმედდება მას შემდეგ, რაც პარლამენტი შესაბამის კანონპროექტს მიიღებს და ძალაში შევა. რაც შეეხება მიმდინარე წლის განმავლობაში თბილისსა და ბორჯომში მოკლულ პოლიციელებს, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მათ ოჯახებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბინებს შეუძენს”, – აღნიშნა შს მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები