ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს 22 აპრილს ეწვევა

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის დავით კერესელიძის განცხადებით, ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს 22 აპრილს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ის ქვეყნის პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეხვდება, ასევე – პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს. აღსანიშნავია, რომ 22-დღიანი ვიზიტის ფარგლებში ლუკაშენკო აჭარასაც ეწვევა, ის ადგილობრივ საწარმოებს დაათვალიერებს. ვიზიტის ფარგლებში, ბათუმისა და ბრესტის დაძმობილების ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაც გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები