თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში ნაღმი აღმოაჩინეს
თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში ნაღმია აღმოჩენილი. ხელყუმბარა 207-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. 112-ში შეტყობინება ანონიმურად შევიდა. გამნაღმველებმა ადგილზე მუშაობა უკვე დაასრულეს. შემთხვევის ადგილიდან, სავარაუდოდ, ამოღებულია F1 ტიპის ხელყუმბარა. როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით აღიძრა, რაც იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შენახვას ითვალისწინებს.