ბაღდათში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამსახურის თანამშრომლებმა, მორიგი პრევენციული ღონისძიებების გატარებისას, ბაღდათის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
კერძოდ, სოფელ კაკასხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ მოპოვებული 10 კუბური მეტრი წაბლისა და ცაცხვის ჯიშების პირველი ხარისხის ხე-ტყე აღმოაჩინეს.
გარემოსთვის მიყენებული ზიანი 3 000 ლარს აღწევს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ფაქტი სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს.
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბაღდათის რაიონულ სამმართველოს გადაეგზავნა.