შსს: აშშ-ში ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებაში ბრალდებულის შესახებ ქართული მხარისთვის არ მოუმართავთ

აშშ-ში ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებაში ბრალდებულის ალექსანდრე სუმბაძის შესახებ აშშ-ს ქართული მხარისთვის არ მოუმართავს, – ამის შესახებ “კვირას” შსს-ში განუცხადეს.
“აღნიშნულ პიროვნებასთან დაკავშირებით, საქართველოსთვის არავის არ მოუმართავს, თუმცა მომართვის შემთხვევაში შესაბამის ზომებს მივიღებთ“,- აცხადებენ შსს-ში.
შეგახსენებთ, 26 წლის კარატის ინსტრუქტორს, ალექსანდრე სუმბაძეს აშშ-ში, მონტგომერის ოლქში ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებისთვის და მოზარდებთან, მათ შორის ბიჭებთან სექსუალური კავშირის დამყარებისთვის ეძებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები