მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბოლო სიტყვებს იხსენებს

“მე ჩემს 14 წლის შვილს ვუთხარი: თუ დავიღუპები, შენ რუსეთის წინააღმდეგ უნდა განაგრძო ბრძოლა,” – ეს სიტყვები უკრაინაში დაღუპვამდე ქართველმა სამხედრომ გიორგი ჯანელიძემ თქვა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფესბუქის საშუალებით აქვეყნებს. ექსპრეზიდენტი ქართველი სამხედროების გმირობაზე საუბრობს და სამძიმარს გამოთქვამს დაღუპული ჯარისკაცის გამო.
“გიორგი ჯანელიძე, თვითონაც დაჭრილი იყო და მისი ქართველი თანამებრძოლი ამხნევებენ ჰოსპიტალში გადაყვანილ დაჭრილ ქართველს. ის თავში საკმაოდ მძიმედ დაჭრეს, თუმცა მაინც დაბრუნდა წინა ხაზზე, წავიდა სადაზვერვო ოპერაციაზე, ის რუსი სამხედრო ინსტრუქტორი გაანადგურა, რომელიც ამ რაიონში ყველაზე მეტ პრობლემას უქმნიდა უკრაინელებს, ბოლო დროს. ჩვენი გმირები ფრონტზე ხანდახან ასეთი ენით გამოხატავენ ჩვენს ემოციებს. მათ, ვისაც ეს შეიძლება ყურში ცუდად მოხვდეთ, ანდა მათ ვისაც არ ესმის რისთვის წამოვიდნენ ისინი საომრად და რისთვის გასწირეს თავისი სიცოცხლე, მინდა ვუთხრა, რომ სწორედ ეს ბიჭები გვჯობიან ყველას,”- წერს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები