ბაღდათის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამსახურის თანამშრომლებმა, მორიგი პრევენციული ღონისძიებების გატარებისას, ბაღდათის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, კერძოდ, სოფელ კაკასხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, აღმოჩენილ იქნა უკანონოდ მოპოვებული 10 კუბური მეტრი წაბლისა და ცაცხვის ჯიშების პირველი ხარისხის ხე-ტყე.
გარემოსთვის მიყენებული ზიანი 3000 ლარს აღწევს.
“ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბაღდათის რაიონულ სამმართველოს“-აღნიშნავენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები