ალკოჰოლური სასმელების აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს – ვიდეო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე, მოქალაქეები გოჩა ბუნიათოვი და გოდერძი გრიგალაშვილი დააკავა.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა თბილისის ტერიტორიაზე, ქართული აქციზური მარკის გარეშე გადაზიდეს და გაასაღეს აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელები „ჯეიმსონი”, „ჯეკ დენიელსი”, „ჰენესი” და „ჩივას რეგალი“.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ პუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები