ანგელა მერკერი: რუსეთმა ევროკავშირთან შესაძლოა თავისუფალი სავაჭრო სივრცე შექმნას

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ გამორიცხული არ არის თუ რუსეთი ევროკავშირთან თავისუფალ სავაჭრო სივრცეს შექმნის. გერმანიის კანცლერმა რუსეთის პრეზიდენტის იდეა გაიხსენა, რომელიც “ვლადივოსტოკიდან ლისაბონამდე” თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნას გულისხმობს.
“მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებების მკვეთრი სხვაობისა. სამომავალოდ ჩვენ ვუშვებთ იმას, რომ მსხვილი თავისუფალი სავაჭრო ზონა შეიქმნას, მათ შორის რუსეთთან. ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს იმისათვის, რომ მივუახლოვდეთ საერთო ეკონომიკურ ზონას, რომელსაც ვლადიმერ პუტინმა ერთხელ “ვლადივოსტოკიდან ლისაბონამდე” უწოდა”, – განაცხადა კანცლერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები