“თუ ვინმე ერთ ფოტოს მაჩვენებს, სადაც მე გადაცდომას ჩავდივარ, საერთოდ არათუ ადვოკატს არ ავიყვან”

ადვოკატი გოგა ონიანი პროკურატურაში მოწმის სახით იკითხება. ონიანის დაკითხვა 2009 წლის 15 ივნისის აქციის საქმეს ეხება.
როგორც ონიანმა ჟურნალისტებს საგამოძიებო ორგანოში შესვლამდე განუცხადა, პროკურატურაში ბრალდების ერთ-ერთი მოწმის ჩვენების საფუძველზე დაიბარეს, რომელმაც განაცხადა, რომ აქციის დარბევაში ისიც მონაწილეობდა.
„ერთ-ერთმა მოწმემ, „ქართული ოცნების“ აქტივისტმა თურმე მე დამასახელა, რომ 1200 კაცში ვყოფილვარ. რად მინდა მოწმის დასახელება, მე ვადასტურებ, რომ სადაც იყო ქალაქის მთელი გარნიზონი, იქ ვიყავი მეც, მაგრამ თუკი ვინმემ გადაცდომა ჩაიდინა, ყველაფერი ასახულია ფოტოებზე. თუ ვინმე ერთ ფოტოს მაჩვენებს, სადაც მე გადაცდომას ჩავდივარ, საერთოდ არათუ ადვოკატს არ ავიყვან, მეც არ დავიცავ ჩემს თავს. დარწმუნებული ვარ, ასეთ ფოტო არ იარსებებს, რადგან ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა ონიანმა.
დაკითხვის პარალელურად პროკურატურასთან აქცია გამართეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები