„თუ ერთმანეთი არ შევიყვარეთ, 10-ჯერ რომ შეიცვალოს ხელისუფლება, მაინც არაფერი არ გვეშველება”!

მეამაყება ეს ერი! ურთიერთგამტანობის უმაღლესი მაგალითია, – აღნიშნულ სტატუსს არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიციის” ხელმძღვანელი გურამ ადამაშვილი ისრაელში „ხსოვნის ზარის აქციას“ უძღვნის.
“მეამაყება ეს ერი! ურთიერთგამტანობის უმაღლესი მაგალითია. შეხედეთ, როგორი სოლიდარულები არიან ერთმანეთის მიმართ, შეხედეთ, როგორ იცავენ ერთმანეთს გარეშე მტრებისგან. სწორედ ასეთი ერთ მუჭად შეკრული საზოგადოება სჭირდება დღეს საქართველოს, რომ ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ მოიშოროს იარები. რატომ ველოდებით ხვალინდელ დღეს? მუდამ მივმართავთ გადაბრალებას და თუ სადმე დაბალი რანგის მოხელე რამეს აშავებს, აუცილებლად მიწასთან ვასწორებთ სახელმწიფოს. ქუჩაში ნაგავს რომ ვყრით, ერთმანეთს გზას რომ არ ვუთმობთ და თუნდაც ავტომობილით გადაადგილებისას საკუთარ თავს პრიორიტეტად რომ ვაყენებთ, სახელმწიფოს ბრალია? როგორც სახელმწიფო არ არსებობს საზოგადოების გარეშე, ისე საზოგადოება ვერ იარსებებს სახელმწიფოს გარეშე და, ვფიქრობ, რომ პრობლემა ჩვენშია, თითოეულ ჩვენგანში და თუ ამის გამოსწორებაზე არ ვიზრუნეთ, თუ ერთმანეთი არ შევიყვარეთ, 10-ჯერ რომ შეიცვალოს ხელისუფლება, მაინც არაფერი არ გვეშველება! ნაცისტური რეჟიმის დროს მოკლული 6 მილიონი ებრაელის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, 15 აპრილს ისრაელში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ხსოვნის სიგნალი ჩაირთო. 1 წუთის მანძილზე, ქუჩებში ყველა ავტომობილმა მოძრაობა შეწყვიტა. ქვეყნის ყველა მოქალაქემ წუთიერი დუმილით მიაგო პატივი თანამემამულეების ხსოვნას“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები