ბორჯომში 150 დევნილი ოჯახისთვის, თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება

150 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, ბორჯომში, თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება. ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებული ბინები იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ე.წ. კომპაქტური განსახლების შენობებში, არასათანადო პირობებში ცხოვრობენ.

“მშენებლობის ბიუჯეტი 15 374 192 ლარს შეადგენს. სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით, პროექტი გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს.

სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და დევნილთა სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი გაეცნენ.

ბორჯომის პარალელურად, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის, საცხოვრებელი კომპლექსები კიდევ 3 ქალაქში – თბილისში, ზუგდიდსა და რუსთავში შენდება,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები