გიორგი სოსიაშვილი – ევროკომისიის ანგარიშზე: ანგარიში არის გაჯერებული სიყალბეებით
“ანგარიში არის გაჯერებული სიყალბეებით,”- ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა ევროკომისიის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.
„რისთვის გვემუქრებიან, რა არის მათი მუქარის მთავარი მიზეზი? – გამჭვირვალობის გამო. ევროპის ისტორიაში მსგავსი მომენტი მე არ მახსენდება, რომ ქვეყანას დაემუქრო გამჭვირვალობის კანონის მიღების გამო, ანუ გამჭვირვალედ საზოგადოებრივი ცხოვრების გამო და დაემუქრო ოჯახური ტრადიციების კანონის მიღების გამო. ეს არის მორიგი ჟანგბადი თავიანთი აგენტურისთვის – ხედავენ, რომ პულსი აღარ ესინჯება. თუმცა, რა აზრი აქვს ამ მუქარას?! სამწუხარო ის არის, რომ მათ თავიანთი სახე დაკარგეს და ჩვენი საზოგადოებისთვის ეს ევროპული ავტორიტეტი მთლიანად ჩამოშალეს“, – განაცხადა სოსიაშვილმა.
შეგახსენებ, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით ევროკომისიამ ანგარიში გამოაქვეყნა.