დავით მათიკაშვილი – ევროკომისიის ანგარიშზე: ვინც პატივს სცემს ხალხს, ასევე პატივს სცემს მის მიერ ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას

„ვინც პატივს სცემს ხალხს, ასევე პატივს სცემს მის მიერ ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას,”- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა  ევროკომისიის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.

“ისევ შანტაჟი, ზეწოლა და ძალმომრეობა ისმის ევრო სტრუქტურებიდან. ჩვენ, ქართველებს გვთხოვენ, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომლითაც საქართველო საკუთარ სუვერენიტეტს იცავს, გავაუქმოთ არასრულწლოვანთა დაცვის კანონმდებლობა, რაც წარმოადგენს აუცილებელი დაცვის მექანიზმს ჩვენი მომავალი თაობისთვის – ამ შანტაჟის მექანიზმს იყენებენ იმ ეგიდით, რომ ისინი პატივს სცემენ ქართველ ხალხს, ეს არის სრული ტყუილი. ის, ვინც პატივს სცემს ხალხს, ასევე პატივს სცემს მის მიერ ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას,”- აცხადებს დავით მათიკაშვილი.

შეგახსენებ, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით ევროკომისიამ ანგარიში გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები