ირაკლი ღარიბაშვილი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გამგებლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რაიონების გამგებლებმა დღეს გამართულ შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია შესრულებული სამუშაოების შესახებ. საუბრის ერთ-ერთი თემა იყო საბიუჯეტო სახსრების დროული და ეფექტიანი ათვისება. შეხვედრას მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრები და სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, პარმენ მარგველიძე დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები