ყოფილი პოლიციელი ლაშა ცანავა პროკურატურამ გადაცემა “რეაქციამდე” დაჰკითხა

ყოფილი პოლიციელი ლაშა ცანავა ქალაქი პროკურატურაში გუშინ დილით დაკითხეს, – ამის შესახებ „კვირას“ მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ქალაქის პროკურატურაში უკვე რამდენიმე თვეა გამოძიება მიმდინარეობს, რომელიც 2009 წლის 15 ივნისის დარბევის ფაქტს სწავლობს.

„ლაშა ცანავა პროკურატურაში დილის საათებში, გადაცემა „რეაქციამდე“ დაიკითხა. 15 ივნისის დარბევის საქმეზე გამოძიება უკვე დიდი ხანია გრძელდება და ლაშა ცანავამ სწორედ ამ საქმეზე გამომძიებელს ჩვენება მისცა“, – აცხადებენ პროკურატურაში.
ლაშა ცანავა პროკურატურაში დაკითხვის ფაქტს ადასტურებს. “ვუპასუხე დასმულ კითხვებს, თუ სად ვიმყოფებოდი 2009 წლის 15 ივნისს, ვუპასუხე, რომ ვასრულებდი სამსახურებრივ მოვალეობას.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა, რომელიც ქართული ოცნებისგან მოდის”, – განაცხადა დაკითხვის შემდეგ ცანავამ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, გადაცემა “რეაქციაში” ჟურნალისტმა ირაკლი კორძაიამ პირდაპირ ეთერში წარადგინა ფოტომასალა, სადაც ასახული იყო ლაშა ცანავას მიერ ერთ-ერთი აქტივისტის ცემა.
გადაცემაში ფოტომასალაზე ასახული დაზარალებული გიორგი ჩითარიშვილიც იმყოფებოდა და პროკურატურისგან ლაშა ცანავას პასუხისგებაში მიცემას ითხოვდა.
ცნობისთვის, “ნაცმოძრაობის” აქტივისტებთან დებატებისას ჟურნალისტმა ირაკლი კორძაიამ განაცხადა, რომ ის მზად იყო პირდაპირ ეთერში წარედგინა ფოტომასალა, სადაც ნაჩვენები იქნებოდა დებატებში მონაწილე, ლაშა ცანავას, რომელიც სამგორის გამგეობის თანამშრომელი (რომელმაც რამდენიმე ხნის წინ გაავრცელა აუდიო ჩანაწერი საკრებულოს წევრზე ია მაკასარაშვილზე და მისი პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობდა) როგორ ცემდა 19 წლის ახალგაზრდას.

11168991_937393379616489_637558721_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები