სამართალდამცველებმა საქართველოს და რუსეთის, ორმაგი მოქალაქე დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, საქართველოს და რუსეთის ორმაგი მოქალაქე ვასილ ვარძელაშვილი დააკავა.
უწყების პრესსსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა შიდა-ქართლის ტერიტორიაზე, ქართული აქციზური მარკის გარეშე გადაზიდა და გაასაღა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელი „ჰენესი“. საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 დან 4 წლამდე ვადით.