ირაკლი შოთაძე: პროკურატურა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბესიკ ხარძიანის მკვლელები მართლმსაჯულების წინაშე წარსდგნენ

მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმის გამოძიებაში წინსვლა და ბევრი ფაქტობრივი გარემოება არსებობს. როგორც ირაკლი შოთაძემ ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა “რეაქციის” ეთერში განაცხადა, საქართველოს პროკურატურა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბესიკ ხარძიანის მკვლელები ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსდგნენ.
“ბესიკ ხარძიანის მკვლელობის დღიდან დღემდე 24 საათიან რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიებას აქვს წინსვლა და არის ბევრი ფაქტობრივი გარემოება გამოძებაში. ამ ეტაპზე დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, ვინაიდან ეს გამოძიებისთვის საკმაოდ სენსიტიური ინფორმაციაა და თითოეული ინფორმაციის გამჟღავნებას შეიძლება მოჰყვეს უარყოფითი შედეგი.
მე მინდა საზოგადოებას და ბესიკ ხარძიანის ოჯახს ვუთხრა, რომ საქართველოს პროკურატურა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბესიკ ხარძიანის მკვლელები წარსდგნენ ქართული მართლმსაჯულების წინაშე და დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ მივაღწევთ მიზანს. ამის შესახებ ქართული საზოგადოება სულ მალე სრულად იქნება ინფორმირებული““, – აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები