გელა მთივლიშვილის დაკითხვა დასრულდა – რას აცხადებს ჟურნალისტი

“კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ ჟურნალისტის გელა მთივლიშვილის რამდენიმესაათიანი დაკითხვა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტულ ცენტრში დასრულდა.
როგორც მთივლიშვილმა დაკითხვის შემდეგ განაცხადა, გამოძიებას მან დაზუსტებული ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ სამართალდამცველებს პანკისის ხეობიდან ქალების გაყვანის მცდელობაზეც აცნობა. “კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ ჟურნალისტის აცხადებს, რომ გამოძიებას ინფორმაცია–კონტრდაზვერვის თანამშრომლებსა და ხეობაში არსებული დაჯგუფებების წევრებს შორის სავარაუდო თანამშრომლიბის შესახებაც მიაწოდა.
“გამოძიება არა მხოლოდ მუსლიმ კუშტანაშვილისა და რამზან ბაღაკაშვილის წასვლის საქმეს იძიებს, არამედ ზოგადად ხეობიდან ახალგაზრდების სირიაში გადინების საკითხსაც. მე მათ მივაწოდე ინფორმაცია ამ თემაზე, თუმცა წყარო არ დავასახელე”, -განაცხადა გელა მთივლიშვილმა.
“კახეთის საინფორმაციო ცენტრის” რეპორტიორით გამოძიება მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მთვლიშვილმა პანკისიის ხეობაში სავარაუდო დაჯგუფებების შესახებ საჯაროდ ისაუბრა.
კონტრტერორისტული დეპარტამენტი 16 წლის მუსლუმ კუშტანაშვილის საზღვრიდან გასვლის გარდა, პანკისიის ხეობაში იმ დაჯგუფებების დადგენას ცდილობს, რომლებიც სავარაუდოდ ახალგაზრდების სირიაში წასვლის ორგანიზებას ეწევიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები