მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
სალომე ჯორბენაძის მკვლელობაში ბრალდებულ სერგი საცერაძეისთვის 11-წლიანი პატიმრობის მისჯის თაობაზე მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
“ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მიერ ჩატარებული ეფექტური გამოძიების შედეგად შეკრებილ უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე, სრულად გაიზიარა სახელმწიფო ბრალდების პოზიცია და საქართველოს შს სამინისტროს, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი სერგი საცერაძე დამნაშავედ ცნო ყოფილი მეუღლის, სალომე ჯორბენაძის განზრახ მკვლელობაში და სასჯელის სახედ და ზომად 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. გამოძიებით დადგინდა, რომ სერგი საცერაძემ 2014 წლის 25 ივლისს, ქალაქ ზესტაფონში ე.წ. ირინეს ბაღში, სამსახურებრივი საშტატო „იერიხოს“ მოდელის იარაღიდან რამდენიმე გასროლით განზრახ მოკლა მისივე ყოფილი მეუღლე სალომე ჯორბენაძე. ს. საცერაძეს ბრალდება წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1111,108-ე მუხლით. იგი დანაშაულის ჩადენის დღეს, 2014 წლის 25 ივლისს დააკავეს“,-აცხადებენ პროკურატურაში.