ჩიტაძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში ბრალდებული მამაკაცი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

თბილისში, ჩიტაძის ქუჩაზე , 47 -სკოლასთან მომხდარ ინციდენტში ბრალდებული მურთაზ ჭელიძე სასამართლომ ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელიც ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან მინიმალური გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა. დაცვის მხარემ პროცესზე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. ადვოკატის მალხაზ ველიჯანაშვილის თქმით, ეს ქმედება არ იყო ხულიგნობა და აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა ყოფილიყო დატოვებული. ვეტერანის მომდევნო სასამართლო სხდომა 27 მაისს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 15 აპრილს მოხდა. მურთაზ ჭელიძემ სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს 47-ე სკოლასთან ცეცხლი გახსნა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები