პესკოვის აზრით, უკრაინაში ამერიკელი სამხედროების ჩასვლა სიტუაციის დესტაბილიზაციას გამოიწვევს

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის აზრით, უცხო ქვეყნების სამხედრო ინსტრუქტორების ჩასვლა უკრაინაში, სადაც შიდა კონფლიქტი დღემდე არ მოწესრიგებულა, ხელს არ შეუწყობს კონფლიქტის მოგვარებას, არამედ პირიქით, სიტუაციას გაართულებს. მისი თქმით, მოსკოვი ამ გარემოებებზე ყურადღებას არაერთხელ ამახვილებდა. პესკოვი კვლავ აცხადებს, რომ უკრაინა მინსკის შეთანხმებებს არ ასრულებს. ეს კი, მისი თქმით, კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი საშუალებაა.
შეგახსენებთ, რომ 300 ამერიკელი მედესანტე დღეს უკრაინის ქალაქ ლვოვში ჩავიდა. ისინი უკრაინის შეარაღებული ძალების სამხედროებს გაწვრთნიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები