სალომე ჯორბენაძის მკვლელობისთვის მის ყოფილ მეუღლეს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ქუთაისის სასამართლომ ყოფილ პოლიციელს, რომელსაც ყოფილი მეუღლის, სალომე ჯორბენაძის მკვლელობა ედებოდა ბრალად, 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ 19 წლის სალომე ჯორბენაძის მკვლელობისთვის ბრალდებულ სერგი საცერაძის საქმეზე განაჩენი გამოიტანა.
განაჩენის გამოცხადებამდე, ბრალდებულმა სერგი საცერაძემ სასამართლო დარბაზიდან გარდაცვლილი გოგონას ოჯახს, საზოგადოებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუბოდიშა და განაცხადა, რომ ჩადენილ დანაშაულს ნანობს.
ბრალდებულმა აღიარა დანაშაული. საცერაძის თქმით, ის მკვლელობის მომენტში აფექტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
სასჯელით უკმაყოფილოა გარდაცვლილის ოჯახი. სალომე ჯორბენაძის დედა ამბობს, რომ სასჯელის უმკაცრეს ზომას ითხოვდა. ჯერჯერობით უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა გადაწყვეტილებას გარდაცვლილის ოჯახი.
19 წლის სალომე ჯორბენაძე ზესტაფონში 2014 წლის 25 ივლისს მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები