მსახიობი კოტე თოლორდავა თბილისში ჩამოასვენეს
კოტე თოლორდავას ცხედარი თბილისში რამდენიმე წუთის წინ ჩამოასვენეს. მას აეროპორტში ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები დახვდნენ.
აეროპორტიდან კოტე თოლორდავას ცხედარი წყნეთის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს. გადმოსვენების ხარჯები თბილისის მერიამ სრულად დაფარა.
შეგახსენებთ, რომ მსახიობი 11 აპრილს მოსკოვში გადაღებებზე ყოფნის დროს გარდაიცვალა. კოტე თოლორდავას 19 აპრილს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.