კულტურის სამინისტროში „შემოქმედებითი ევროპის“ ლიტვის ოფისის ხელმძღვანელმა პრეზენტაცია გამართა
დღეს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში „შემოქმედებითი ევროპის“ ლიტვის ოფისის ხელმძღვანელმა (Head of Creative Europe Desk Lithuania Culture Office) ეგლე დელტუვაიტემ ევროკავშირის პროგრამის „Creative Europe“-ის შესახებ პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.