თბილისის მოდის კვირეულის მეორე დღე

16-19 აპრილს „ჰონდას ცენტრი თბილისი“ წარმოადგენს თბილისის მოდის კვირეულის მე-11 სეზონს. საქართველოს ყველაზე მოდურ ღონისძიებას „ივერია ჯგუფი“ მასპინძლობს.
დღეს, 17 აპრილს 19:00 საათზე დიზაინერ თაკო მექვაბიძის ჩვენება გაიმართება; 20:00 საათზე მოდის კვირეულზე უკრაინელი დიზაინერი იულია როგალსკაია წარდგება; 21:00 საათზე მოდის სახლი „მატერია“ დიზაინერ ლიკა ჩიტაიას წარადგენს; 22:00 საათზე კი დახურული წვეულება „MORE is LOVe” მხოლოდ მოწვეული სტუმრებისთვის გაიმართება.
თბილისის მოდის კვირეული გუშინ, 16 აპრილს, 18:00 საათზე ახალგაზრდა დიზაინერის, ნიკა სახანბერიძის ნამუშევრების ექსპოზიციით გაიხსნა. 19:00 საათზე მოდის სახლ „მატერიას“ დიზაინერის ალექსანდრე ახალკაციშვილის 2015 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენება გაიმართა. 20:00 საათზე პოდიუმი დიზაინერმა ლელა ელოშვილმა დაიკავა. 21:00 საათზე ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ცნობილი ფრანგი ფოტოხელოვანის გრეგუარ ელუას ექსკლუზიური გამოფენა გაიხსნა.
აღსანიშნავია, რომ ვარდების მოედანზე განლაგებული საღონისძიებო სივრცე დიზაინერების შოურუმსა და გრანდიოზულ 28 -მეტრიან პოდიუმს აერთიანებს.
ამ სეზონზე თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალურ განრიგში ქართველი დიზაინერების 20-მდე ჩვენება, გამოფენა და პრეზენტაციაა: ანუკი არეშიძე, გიორგი შაღაშვილი, დალოოდი, ატელიე კიკალა, ლელა ელოშვილი, რია ქებურია, მარიამ გვასალია, დიანა ქვარიანი, თაკო მექვაბიძე, გიორგი ქებურია და წინა სეზონის გამარჯვებული დამწყები დიზაინერი სალი ფანგანი, ლექსო ახალკაციშვილი და ლიკა ჩიტაია.
ჩვენებების პარალელურად იგივე შენობაში განთავსდება დიდი შოურუმი, რომელიც კიდევ უფრო მეტ დიზაინერს მისცემს შესაძლებლობას, წარმოაჩინონ სეზონური კოლექციები, ასევე აქსესუარები და ფეხსაცმელი. შოურუმის კარი ღია იქნება ყველასათვის ყოველ დღე 12 საათიდან.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით თბილისის მოდის კვირეულს ძალზედ მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენლები დაესწრებიან და გააშუქებენ. თბილისში ჩამოვა რუსეთის L’Officiel-ის მთავარი რედაქტორი ქსენია სობჩაკი. საქართველოში პირველად ჩამოვლენ VOGUE იტალიას ფოტოგრაფი და ოპერატორი, რომლებიც ქართულ მოდას ფოტო და ვიდეო მასალაში ასახავენ; სპეციალურად W Magazine-სთვის იმუშავებს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო Street Style ფოტოგრაფი ადამ კაცი; თბილისში ჩამოვა დარია შაპოვალოვა, რომელიც Style.com-თვის გააკეთებს სტატიას. ქართული მოდა ასევე გაშუქდება ყაზახეთის ELLE-ში, აზერბაიჯანულ NARGIS-ში, რუსულ INTERVIEW-სა და სხვა გამოცემებში.
თბილისის მოდის კვირეულის მე-11 სეზონის ოფიციალური წარმდგენი „ჰონდას ცენტრი თბილისი“ სპეციალურ შემოთავაზებას აკეთებს. აპრილის თვეში იგი აცხადებს საგაზაფხულო ფასების ფესტივალს, ხოლო კონკრეტულად კვირეულის თარიღებში 16-19 აპრილს კიდევ დამატებით ფასდაკლებას.
კვირეულის სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ, „ჰონდას“ ავტომობილით ტესტ-დრაივების, გაეცნონ ბრენდის უახლეს ტექნოლოგიებს და ადგილზევე ისარგებლონ „ჰონდას“ უპრეცენდენტო შემოთავაზებით.
2015 წელს თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალური კოსმეტიკა არის „ორიფლეიმი“, რომლის საპატიო სტუმრის ანდრის რუსკულისის მეთვალყურეობის ქვეშ კვირეულის ვიზაჟისტები მოდელების მაკიაჟს „ორიფლეიმის“ კოსმეტიკით შექმნიან. რაც შეეხება თვის ვარცხნილობას, ჩვენებების ამ უმნიშვნელოვანეს მხარეზე იზრუნებს სილამაზის სალონი-სტუდია “KEUNE”, რომელიც ასევე კვირეულის პარტნიორი გახდა.
ჩვენებებს შორის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დაათვალიერონ შოურუმი, განიტვირთონ ლაუნჯში და დააგემოვნონ უგემრიელესი „რაფაელო“, რომელიც თბილისის მოდის კვირეულის სპონსორია.
19 აპრილს, თბილისის მე-11 მოდის კვირეული, მოძრაობის თეატრში ჟურნალ „ნარგის საქართველოს“ წვეულებით დაიხურება. ღონისძიების გარელოკაციას პოლონურ-ქართული კომპანია “აგრომაქს დეკორი” უნიკალური, დეკორატიული ჯიშის მცენარეებით გააფორმებს.
პორტალი „კვირა“ თბილისის მოდის კვირეულის საინფორმაციო მხარდამჭერია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები