პერმში ყოფილი ადგილობრივი დეპუტატი დავით ბოლქვაძე დააკავეს

რუსეთის ქალაქ პერმში პოლიციამ გამოძალვაში ეჭვმიტანილთა ჯგუფი დააკავა. გამოცემა „მესტნოიე ვრემიას“ ცნობით, დაკავებულია სამი ქართველი, რომელთა შორის ერთ-ერთი ცნობილი ბიზნესმენი, ყოფილი ადგილობრივი დეპუტატი დავით ბოლქვაძეა. დავით ბოლქვაძე პერმში ცნობილია, როგორც პოლიტიკოსი, ადგილობრივი საკანონდებლო კრების ყოფილი დეპუტატი. ის ორი პოლიტიკური ჯგუფის – „კამისპირეთის მეწარმეების“ და „ედინაია როსიას“ წევრი იყო. ბოლქვაძე წარმოშობით აჭარიდან არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები