რას წერს კონსტანტინე გამსახურდია ირაკლი ალასანიაზე – “ქარი” პლუს “მარაზმი” პლუს “ისტერიკა” უდრის ქარიზმატიკს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი კონსტანტინე გამსახურდია საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გუშინ “ნანუკას შოუში” ირაკლი ალასანიასთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტს ეხმაურება და იმ განცხადებას აფასებს, რომელიც ჟურნალისტმა ალასანიას მის “ქარიზმატულობასთან” დაკავშირებით დაუსვა.

“გუშინ ნანუკას შოუში ირაკლი ალასანიამ შეკითხვაზე, თუ რატომ არ არის თავად ქარიზმატული, მაშინ როდესაც ძველ ოპოზიციაში ქარიზმატული ლიდერები იყვენენ, დაახლოებით ასე უპასუხა: მე ჯარში აღვიზარდე, ამიტომ ისტერიული ვერ ვიქნებიო.ეს რას ნიშნავს, ქარიზმატულობა ისტერიულობას ნიშნავს? დიდხანს ვიფიქრე, თუმცა ვერაფერს ჩავხვდი. ასეთი “სიბრძნე” ჩემი წვდომის უნარებს როგორც ჩანს, აღემატება.ალბათ ასოციაციურად თუ დააკავშირა: “ქარი” პლუს “მარაზმი” პლუს “ისტერიკა” უდრის ქარიზმატიკს”, – წერს გამსახურდია

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები