კახა კახიშვილი: მოსაზრება თითქოს ნაკანმა თვითდაზიანება პროტესტის ნიშნად მიიყენა სიმართლეს არ შეესაბამება
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ კახა კახიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყოფილი სპეცრაზმელის კახა ნაკანის ადვოკატების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გუშინ ნაკანმა თვითდაზიანება პროტესტის ნიშნად მიიყენა სიმართლეს არ შეესაბამება.
“რაც შეეხება ადვოკატების მოსაზრებას, იმის შესახებ რომ მან თვითდაზიანება მიიყენა პროტესტის ნიშნად და ითხოვდა გადაყვანას მატროსოვის დაწესებულებაში, ვინაიდან მატროსოვი ერთადერთი დაწესებულებაა სადაც უნდა განთავდნენ ყოფილი თანამშრომლები, ეს მოსაზრება არ შეესაბამება სიმართლეს”, – განაცხადა კახიშვილმა.