რას ფიქრობენ ფეისბუქის მომხმარებლები სირიაში არსებულ ვითარებაზე – სტატუსები

გიორგი თავდგირიძე – თადარიგის პოლკოვნიკი: 10918991_10152690931064779_6486272395841592026_n-650x336„ერთი წუთით თუ შეიძლებოდეს… რა ისტერიკაა და რას ვითხოვთ? გასაგებია, რომ ადამიანებს სტკივათ მეორე ადამიანის სატკივარი, მაგრამ ასირიელებს როგორ უნდა დაეხმაროთ ფიზიკურად? კონკრეტულად როგორ ხედავთ ამას? როგორ წარმოგიდგენიათ ეს ჰუმანიტარული მისია, ეკლესიის ან თუნდაც მხოლოდ საქართველოს მთავრობის ორგანიზებული? თუ კარები გავხსნათ და ვისაც სად რამე გაუჭირდება აქ ჩამოირბინოს? წარმოგიდგენიათ ლტოლვილთა ნაკადს როგორი დახვედრა და პატრონობა სჭირდება? საკუთარი ლტოლვილებისთვის ვერ მიგვიხედავს და სად ვძვრებით? მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ გულწრფელების გვერდით უბრალოდ სეირის მოყვარულთა ჟივილ-ხივილი უფრო ძალუმად ისმის.

10888730_835091036549944_6036870097531086518_nნუგზარ სულაშვილი – საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი: “ასირიელი ქრისტიანებისთვის დახმარების გაწევა საპატრიარქოს პრეროგატივა არ არის”, – ამ განცხადებას აკეთებს ბოტკოველი და თქვენ წარმოიდგინეთ, არც გამკვირვებია. რატომ? იმიტომ, რომ დღემდე ვერ ვიხსენებ ვერცერთ გაჭირვებულს, ღვთის გლახაკს, რომლისთვისაც საპატრიარქოს კარი გაეღოთ… ვერ ვიხსენებ ტრაპეზს, სადაც მშიერ-მწყურვალი, მაწანწალა ბავშვები პურზე გადასმულ კარაქსა და ხიზილალას მიირთმევდნენ! საუბედუროდ, კარგად მახსოვს 36 000-ანი საჩუქარი ამხანაგ ბიძინასთვის. კარგად მახსოვს პატრიარქის გვერდით პოზირებადი ინტელიგენციისა და პოლიტიკოსების სახეები. ისიც კარგად მახსოვს, პატარა თეკლა სააღდგომო ლიტურგიიდან ატირებული რომ მოიყვანეს, რადგან პატრიარქს ვერ მიუახლოვდა, მხოლოდ იმიტომ, რომ მის სიახლოვეს ყოფნა ამავ სოფლისა ყოველთა შემძლე მაღალჩინოსანთა შვილებს ხვდათ წილად! ღმერთი კი ამბობს: მოვედი გლახაკთა და გაჭირვებულთა გადასარჩენადო. თქვენ? თქვენ ვისთვის და რისთვის მოხვედით, მდიდართა და ბედნიერთა გადასარჩენად?! ღმერთო, რატომ უნდა ერქვას ამ ტკივილს “განკითხვა” და რატომ უნდა გვედებოდეს ცოდვად ის, რასაც შენივე თვალებით ხედავ? რატომ უნდა გვწყევლიდნენ სიმართლის თქმისთვის შენივე მსახურნი და რატომ უნდა გვჩრიდნენ ბურთს პირში? მომიტევე მე ცოდვილს, უფალო. რა ვქნა, თუ მტკივა?“

ქეთი ლომაია – ჟურნალისტი: 10386763_10202377148990686_1122545862409502058_n„იშვიათად ვწერ ასეთ გლობალურ საკითხებზე ჩემს მოსაზრებას, მაგრამ ძალიან გამაღიზიანებელია აქ ზოგიერთის დახოკილი ღაწვები და დიდი „პოლიტიკოსების“ მოთხოვნები, საქართველომ შეიფაროს სირიელი ქრისტიანებიო. მათ საყურადღებოდ ვკითხულობ: ძალადობას რელიგია არ აქვს და ერთნაირად საცოდავია ყველა მსხვერპლი. სირიის ტრაგედია მინიმუმ 3 წელია მიმდინარეობს და ახლა გაიგეთ? ავღანეთში და ერაყში ბავშვები არ იღუპებოდნენ? თუ ისინი მუსლიმანები იყვნენ და არა უშავს (თქვენი ლოგიკით)? ვიშვილებ სირიელ ბავშვსო, რომ წერთ, საკუთარი სათანადოდ გყავთ აღზრდილი, სხვის ბავშვზე პასუხისმგებლობას რომ იღებთ? სახელმწიფოს რომ სთხოვთ სირიელი ლტოლვილების მიღებას, გიფიქრიათ, რა მოჰყვება ამ ნაბიჯს სახელმწიფოს მხრიდან? აცნობიერებთ, რომ მრავალეთნიკურ ქვეყანაში ცხოვრობთ და სულ ერთი პატარა ბიძგი უნდა საქართველოში ეთნიკურ-რელიგიური შუღლის გაღვივებას? ქართულმა მედიამ ახლა გაიგო, რომ თურმე საქართველოს 4000 მოქალაქე ეთნიკური ასირიელია?
P.S. ჩვეულებრივი ადამიანების კიდევ მესმის, არაა აუცილებელი, ყველა ღრმად ერკვეოდეს პოლიტიკაში, მაგრამ აი ეს „პოლიტიკოსები“ მაინც გაჩუმდით რა“…

ემზარ კვიციანი – პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული კოდორის ხეობაში:
1658286_932542810123897_4593832150316355047_o1„კაცობრიობის მთავარი მტერი სახეზეა, ჩვენ კი ერთმანეთს გვაბრძოლებენ, სტალინის ტირანიაზე საუბრობენ, ბავშვების სისხლი ტუჩებზე არ შეშრობიათ! გონს მოვეგოთ დროულად და დროზე მივახვედროთ, ფარული ეშმაკი რომ უკვე გაშიფრულია. მაშინ შეჩერდება ცოტა ხნით, ამასობაში სხვაც მიხვდება, ვინ ვინაა“!

183683_511032508923631_2091986768_nმანანა მანჯგალაძე – ჟურნალისტი:
„ყველაფერი მესმის, ჯოჯოხეთია ის, რაც სირიაში ხდება, მაგრამ ჩვენი დევნილებისთვის ვერ მიგვიხედია და რატომ ვმეტიჩრობთ. ამ საყოველთაო ყიჟინაში მხოლოდ 2% თუ იქნება გულწრფელი და გამკეთებელი. შემოვიყვანოთ და მერე დავყაროთ, საიდან მოსულხარ, ვის დაკარგვიხარ და შენღა მაკლდი – უნდა დავამთავროთ“..

ცირა შერგელაშვილი- ჟურნალისტი:
„ ბოლო დროს სირიაში განვითარებული მოვლენები ალბათ ყველასთვის ერთნაირად სულისშემძვრელია. ვტირი და მტკივა ამ ბავშვების, იქაური ქრისტიანების ტრაგედია, მაგრამ მინდა გამოვეხმაურო იმ პეტიციას, რომელიც ფეისბუქით ვრცელდება. პეტიციაში წერია: „ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, შეიფაროს ეს ოჯახე11104008_363730433833146_1628132017_nბი საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოს მოქალაქეები კი მათ ჰუმანიტარულ დახმარებას აღმოვუჩენთ”.
მე მესმის ტკივილი, რომელმაც ეს ტექსტი დაგაწერინათ, ჩემო კარგებო, მაგრამ ამის ასე ემოციურ ფონზე გადაწყვეტა და ბრმად ხელმოწერა არ შეიძლება, ამან შეიძლება დღეს თუ არა ხვალ ჩვენს ქვეყანას მძიმე შედეგები მოუტანოს. ხანდახან მგონია, რომ მთელი სიგრძე – სიგანით ვერ ხვდებით, რასთან გვაქვს საქმე. მეორე, რაც ჟღერდება, ეთნიკური სომხების ინიციატივაა, ისინი საქართველოს მთავრობას სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე სირიელი სომხების ჩამოყვანას და დასახლებას სთხოვენ. მგონია, რომ აქაც საღ აზრს ემოცია სჭარბობს. არ ვიცი ჯავახეთში როგორ არის საქმე, მაგრამ თბილისში, საკუთარ ქვეყანაში დევნილებად ქცეული ადამიანები ვერ დაუბინავებია წესიერად მთავრობას. ამიტომაცაა ედიკადან მოყოლებული დღემდე, პერიოდულად, ხან ვინ ცდილობს თავის დაწვას დევნილთა სამინისტროსთან და ხან ვინ. ჩვენ საკუთარ მოქალაქეებს ვერ ვუქმნით ელემენტარულ პირობებსაც კი და ვისაც ელემენტარული პირობები აქვს, მათი უმრავლესობა უცხოეთში წასული მისი ახლობლის ფულით დგას ფეხზე. ამიტომ გთხოვთ, ასე პოლიტიკოსებად ნუ გამოიდებთ ყველა თავს და უმნიშვნელოვანესი საკითხების ასე ხელაღებით გადაწყვეტას თქვენს თავზე ნუ აიღებთ. ამას მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გეუბნებით, ჩემო კარგებო“.

ლალი საბაძე: ფეისბუქმომხმარებელი:

„ სიტყვები არ მყოფნის იმ გრძნობის გამოსახატად, რასაც ეს კადრები იწვევს ჩემში, რად სდუმს მსოფლიო, ამ საშინელებას რატომ არ ებრძოლება? იქნებ ეს ამერიკული პროვოკაციაა, სხვისი იარაღით ქრისტიანების გასაჟლეტად?… “ვინცა აღიღოს მახვილი, მახვილითვე წარწყმდეს” -ასეთია ღვთის განგება და ასეც იქნება აუცილებლად, ამ არაკაცებს თავისივე იარაღით სიკვდილი ელით და საუკუნო წყევლა მათ“!
ნინი ბადურაშვილი – მომღერალი:„ეს რა არის, ხალხო, რა უბედურებაა! რატომ არ ვიღებთ ხმას არავინ“?!

ეთერ მექოშვილი – ფეისბუქმომხმარებელი:
„დღეს საქართველოში უამრავი მშიერი, ჩაუცმელი, უსახლკარო და, თუნდაც, შეურაცხყოფილი ბავშვია – ძალიან ბევრი. მათ ძალიან უჭირთ… მაგრამ ბევრჯერ მინახავს გულგრილი დამოკიდებულება მათ მიმართ… ყველა დონეზე… ვინმე იტყვის: ისინი ქართველები არ არიანო! ქართველებიც არიან და სხვებიც – რა მნიშვნელობა აქვს, თუ ამ ქვეყანაში ცხოვრობენ! ჩემი აზრით, ადამიანებმა თვითონ ეს მოვლენა უნდა გააპროტესტონ – აღვირახსნილი ტერორიზმი! არა მგონია, სწორი იყოს, დაქცეულ და უღარიბეს ქვეყანაში, რომელშიც ლამის ყოველი პირველი დევნილი და უსახლკაროა, ლტოლვილების ახალი ტალღა იყოს სწორი გამოსავალი… თუ სხვა საქართველოზე ვლაპარაკობ?.

მამა პეტრე კოლხი:  11157005_363730733833116_2042740450_n„მოკლული ადამიანების რიცხვი ყოველწამიერად იზრდება. არც ხელის შეხოცვის და არც უმოქმედო სინანულის დროა. არ აქვს მნიშვნელობა, მართლმადიდებლებს ხოცავენ თუ მუსლიმებს, უდანაშაულო ადამიანების უფლებები უღმერთოდ ირღვევა. ვინ აგებს პასუხს, პლანეტარული სასაკლაოს წინაშე?! რატომ დუმს ევროპა, რა ზომებს მიმართავს დემოკრატიის მამა ამერიკა?! რის ფასად ვიბრმავებთ თვალებს?! დღეს ყველა ჩვენგანი ასურელია და მოსაკლავად გადადებული ადამიანების რიგში ვდგავართ. რომელ საკერპოს დასჭირდა ამდენი მსხვერპლშეწირვა?! დუმილი დანაშაულია, იმედი გადაწურული. იარაღმიბჯენილი ბავშვის ქვითინი ძვირად დაუჯდება კაცობრიობას. ყველა რელიგიური მიმდინარეობა, ნებისმიერი პოლიტიკური პარტია თუ ქვეყანა ვალდებულია დაიცვას ადამიანების იძულებით წართმეული უფლება. დასანანია, შეშფოთებაც აღარ ისმის დასავლეთიდან“!..

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები